ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია რელიგიური შეხედულებების თავისუფლებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც გამზარდია წერს, ნებისმიერ ჯგუფს შეუძლია თავისთვის სასურველი რიტუალი შეასრულოს, რაც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.
“ვიღაც ან ვიღაცეები ხელოვნურად ცდილობენ ბუკნარში სიტუაციის არევას. ბოლოსდაბოლოს რაზე ვდაობთ?
1. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს რწმენის, აღმსარებლობის თავისუფალი უფლება.
2. ნებისმიერ ჯგუფს შეუძლია თავისთვის სასურველი რიტუალი შეასრულოს, რაც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.
3. მოქალაქეებს აქვთ უფლება ჰქონდეთ კერძო, კოლექტიური საკუთრება.
4. მოქალაქეებს აქვთ უფლება თავის სივრცეში კოლექტიურად აღასრულონ ის ღონისძიებები, რაც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.
5. მოქალაქეებმა პატივი ვცეთ უნდა ერთმანეთის რელიგიას, წეს-ჩვეულებებს, რიტუალებს, რწმენას.
რამეს ვწერ სადაოს?
რას ვერჩით ერთმანეთს?,”- წერს არჩილ გამზარდია.