„ივანიშვილი ხვდება, რომ დაისი ახლოვდება, მას კარგი ყნოსვა აქვს. უბრალოდ გადაწყვიტა, რომ ფერი იცვალოს.“
ანა ნაცვლიშვილი – “ლელოს” წევრი
ამის შესახებ ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე კი ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინეს.
“ქართული ოცნების” ყრილობა 16 იანვარს გაიმართება, სადაც 400-მდე დელეგატი პარტიის ახალ თავმჯდომარეს და ახალ პოლიტსაბჭოს აირჩევს.