ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პოლიტიკაში ყოფნას რუხი კარდინალობა ურჩევნია… ჩემი წილი მადლობა ბატონო ბიძინა” – კილაძე

პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ ინტერვიუ ჰქონდა. მან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, განიხილა მიმდინარე მოვლენები და აგრეთვე ხაზი გაუსვა მმართველი პარტიის მიღწევებს, ქვეყნის განვითარებაში. მის ამ ინტერვიუს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე.

„შუა გაკრიფა და ახლა წინას დრო დადგა… ახალ გამჭრიახ ძალაზე ოცნების ჩასაძირად ალაპარაკდა, ამიტომ წავიდა პარტიიდანაც!

წავიდა და ქოცებთან აღარ დაბრუნდება…. პოლიტიკაში ყოფნას რუხი კარდინალობა ურჩევნია (მიშას დროს ასე იყო, 2011 წლამდე)

ჩემი წილი მადლობა ბ-ნო ბიძინა – ეს ცხრა წელი სულ ვჩხუბობდით, მაგრამ ყველაზე მძაფრი რეაგირება ყოველთვის ჩემს მასალებზე გქონდათ, არაერთი კორუმპირებული ჩინოვნიკი ჩამოვაშორე ხელისუფლებას-კახელების კარტელით დაწყებული, სოსო გოგაშვილით დასრულებული!

p.s. ვანო რომ გამორჩეულად ესიმპათიურებოდა, ეს სულ ვიცოდი!“- წერს კილაძე.

ცნობისათვის, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. 

იტვირთბა....