ახალი ამბები მთავარი

საკადრო ცვლილებები პროკურატურაში

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ახალ თანამდებობაზე უპირველეს ყოვლისა საკადრო ცვლილებები განახორციელა. ცვლილებების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული:
„მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ მამუკა ვასაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის თანამდებობას იკავებდა. მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს კი დღეიდან თეიმურაზ ნაჭყებია უხელმძღვანელებს. ცვლილება მოხდა მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის დეპარტამენტშიც, დეპარტამენტის უფროსის პოსტზე ბაკურ აბულაძე დაინიშნა. რაც შეეხება პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას, ამ პოსტს ნათია სუხიაშვილი დაიკავებს.
ცვლილებები შეეხო ასევე საოლქო პროკურატურის ოფისებს, კერძოდ: შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე ლევან პაქსაშვილი დაინიშნა, სამცხე ჯავახეთის საოლქო პროკურორად კი მალხაზ კაპანაძე.
დღესვე, განხორციელებული ცვლილებების შემდეგ საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საოლქო პროკურორებს შეხვდება და სამომავლო გეგმებს გააცნობს“. – წერია პროკურატურის ვებგვერდზე.

იტვირთბა....