მთავარი ციტატა

“რამდენად რეალისტურია, ივანიშვილს მიჰყვეს გახარია და შექმნას პარტია”- რას წერს არჩილ გამზარდია

“რამდენად რეალისტურია, ივანიშვილს მიჰყვეს გახარია და შექმნას პარტია, რომლის უკანაც ივანიშვილი იქნება? “კობახიძის” პარტიის კრიტიკა და მის ოპოზიციაში წასვლაც საკმაოდ მარტივი იქნება, შემდეგ კი ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობა.”

არჩილ გამზარდია – ანალიტიკოსი

ამის შესახებ არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის  პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. როგორც ივანიშვილი წერილში აღნიშნავს, ის ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე პარტიასაც და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე კი ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინეს.

“ქართული ოცნების” ყრილობა 16 იანვარს გაიმართება, სადაც 400-მდე დელეგატი პარტიის ახალ თავმჯდომარეს და ახალ პოლიტსაბჭოს აირჩევს

 

იტვირთბა....