“რაც ის ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, ტელეფონი არ გაჩერებულა, ცრემლი და ელდა ერთმანეთში ირეოდა. თემური ყველას უყვარს. წარმოიდგინეთ, რა დაგვემართებოდა… ჰოდა, ვინც ეს მოუგონა ამ შეუდარებელ მომღერალს, მაგათ ჯინაზე დიდ ხანს იცოცხლებს. მჯერა, მაგრამ იმათ გულში ჩამახედა, ასეთ საშინელ რამეს რომ იგონებენ, როგორ სუნთქავენ, ხვალ როგორ უნდა გაუსწორონ ზეცას თვალი, ეს ბოროტებაა. მოვითხოვ დასჯას, თემური ამას არ იმსახურებს და არც არავინ! თემო, შემოგევლე, აბა, შენ იცი!
მაია კახიძე – ჟურნალისტი, მომღერალ თემურ წიკლაურის ოჯახის ახლობელი.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თემურ წიკლაური კორონავირუსით გარდაიცვალა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მომღერალი მკურნალობას გორის კლინიკაში აგრძელებს.