აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დედაქალაქში ჯო ბაიდენის ინაუგურაციის წინ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი ფედერალური ძალების მობილიზების ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
განცხადების თანახმად საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 11 იანვრიდან 24 იანვრამდე გაგრძელდება, ხოლო ბაინდენის ინაუგურაცია 20 იანვარს უნდ აგაიმართოს.
ამ პერიოდში საგანგებო მდგომარეობის მართვის ფედერალურ სააგენტოს პასუხისმგებელი იქნება საგანგებო რეჟიმის მდგომარეობის მართვასა და მოსახლეობისთვის შექმნილი დისკომფორტის შემსუბუქებაზე.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ვაშინგტონში დროებით ამოქმედდა 6-7 იანვრის ღამეს, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. ამის შემდეგ ვაშინგტონის მერმა მიურელ ბოუზერმა აშშ-ს შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტს დედაქალაქში ინაუგრაციამდე უსაფრთხების დამატებითი ზომების მიღების თხოვნით მიმართა.
შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესი ჯო ბაიდენის გამარჯვების დასადასტურებლად თავდაპირველად გუშინ შეიკრიბა, თუმცა, მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ შეხვედრა შეწყდა და შენობიდან კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. დაკავებულია 50-მდე ადამიანი.
აშშ-ის კონგრესმა აშშ-ის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა. არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.