ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

“გმადლობთ მომავლის რწმენისთვის, რაც ჩაუნერგეთ ქართველ ერს” – მეტრეველი ივანიშვილს

“ბატონო ბიძინა, მსურს უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ფასდაუდებელი ღვაწლისთვის საქართველოსა და ჩვენი ხალხის წინაშე” – ამის შესახებ ია მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს და ამით ბიძინა ივანიშვილის წერილს ეხმაურება.

“გმადლობთ ყველა კეთილი საქმისთვის, რაც დღემდე გიკეთებიათ უანგაროდ, მოყვასისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით.

გმადლობთ ჩვენი გადარჩენისთვის ბოროტმოქმედი რეჟიმისგან, რომელმაც შეიწირა ჩვენი შვილები, დააქცია და გააუბედურა უამრავი ოჯახი.

გმადლობთ ერისკაცობისთვის, დიდი ადამიანურობისა და ჰუმანურობისთვის.
გმადლობთ მომავლის რწმენისთვის, რაც ჩაუნერგეთ ქართველ ერს, ჩვენს ახალგაზრდა თაობას.

შევთხოვ უზენაესს თქვენი და თქვენი ლამაზი ოჯახის წევრთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. უფალმა დაგლოცოთ, არ მოგიშალოთ მშვიდობა და წყალობა.”- წერს ია მეტრეველი.

იტვირთბა....