მთავარი ციტატა

“ამას კობახიძე ვერ გააკეთებს იმიტომ, რომ მას ძვლიანად შეჭამენ”- გია ხუხაშვილის შეფასება

“ირაკლი კობახიძე ყველაზე ნაკლები მიზიდულობის ცენტრია. მისი ნეგატიური რეიტინგი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე პოზიტიური. შესაბამისად, პარტიული პოლიტიკის ლოგიკით, თავმჯდომარის პოსტზე ბევრად უფრო საინტერესო კანდიდატი იქნებოდა კახა კალაძე ან გიორგი გახარია. ბიძინა ივანიშვილმა ეს არ გააკეთა. ისმის კითხვა – რატომ. იმიტომ ხომ არა, რომ მას კიდევ უნდა ირიბი კონტროლის შენარჩუნება? მას არ უნდა რეალური ფიგურების წინ წამოწევა პარტიაში იმიტომ, რომ საკუთარი პოლიტიკური წონის ფიგურებმა, შესაძლოა, მის გეგმას სამომავლოდ საფრთხე შეუქმნას. რასაც, ბუნებრივია, კობახიძე ვერ გააკეთებს იმიტომ, რომ კობახიძეს ძვლიანად შეჭამენ.”

გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი

აღნიშნული ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის  პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. როგორც ივანიშვილი წერილში აღნიშნავს, ის ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე პარტიასაც და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე კი ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინეს.

ქართული ოცნების ყრილობა 16 იანვარს გაიმართება, სადაც 400-მდე დელეგატი პარტიის ახალ თავმჯდომარეს და ახალ პოლიტსაბჭოს აირჩევს.

იტვირთბა....