“ბიძინა დროებით მართლა წავა. ამასობაში კობახიძე იმისთანებს დაატრიალებს, მოვა ბიძინა და თავად “დაალაგებს” და მერე კიდევ “ცოტა ხნით” დარჩება. არაფერი ისე არ უყვარს ბიძინას, როგორც კვანძების შექმნა და მერე თავად “გა-მხსნელის” როლის მორგება. წერა რომ შეეძლოს, მშვენიერი დრამატურგი გამოვიდოდა ბიძინასგან.”
არჩილ გამზარდია – ანალიტიკოს
ამის შესახებ არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. როგორც ივანიშვილი წერილში აღნიშნავს, ის ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე პარტიასაც და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე კი ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინეს.