“ის ხალხი გამოჩნდით, რომ ვწერდი, ლოქდაუნი არ მოიხსნება მეთქი და ზოგი შარვლიდან ამოხტა, რას ამბობ, საიდან მოგაქვს, ტყუილებს წერო.”
არჩილ გამზარდია – ანალიტიკოს
ამის შესახებ არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს.
არჩილ გამარდია სოციალურ ქსელში წერდა, რომ მთავრობა 16 იანვრიდან შეზღუდვებს არ მოხსნიდა.
ცნობისთვის, უწყებათაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები და რეგულაციები პირველ თებერვლამდე გაგრძელდება. ქვეყანაში 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვები ძალაში 16 იანვრამდე იყო. 18 იანვრიდან იგეგმებოდა ბაზრობების და ტრანპორტის გახსნა, თუმცა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობამ გადაწყვეტილება შეცვალა.