aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

საკრებულოს თავმჯდომარეს დაყაჩაღებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ მამალაძის ოჯახის დაყაჩაღების ფაქტზე „ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება, გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს“ – განუცხადეს „მეტრონომს“ შსს-ს პრესცენტრში.

ჩოხატაურის საკრებულოს ოჯახს ორი შეიარაღებული პირი გუშინწინ საღამოს დაესხა თავს. გავრცელებული ინფორმაციით, მამალაძემ მათთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა და ამ დროს მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„მეტრონომი“ დაინტერესდა, რით მიიზიდა ყაჩაღები საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახმა და მამალაძის ქონებრივი დეკლარაცია გადაამოწმა. დეკლარაციის მიხედვით, მამალაძეს სხვა ჩინოვნიკებთან შედარებით არც ისე სოლიდური ხელფასი აქვს – წინა წლის განმავლობაში მან გასამრჯელოდ 11 ათას ლარზე ცოტა მეტი მიიღო. მის სახელზე რამდენიმე მიწის ნაკვეთია გაფორმებული გურიასა და თბილისში, სოფელ დიღომში, რაც, საეჭვოა, თავდასხმის მიზეზი გამხდარიყო.

ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახის დაყაჩაღებას, გურია ნიუსთან საუბარში „ხელისუფლებისთვის სილის გაწვნა უწოდა“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, თუმცა სხვა, არანაკლებ მძიმე დანაშაულებზე არც ზვიად კვაჭანტირაძეს და ხელისუფლებაში უმრავლესობის არც სხვა წარმომადგენლებს ასეთი მძაფრი რეაქცია არ ჰქონიათ – როგორც ჩანს ამის მიზეზი ამ დანაშაულების მსხვერპლში უნდა ვეძიოთ, რადგან ისინი საჯარო მოხელეები კი არა, ჩვეულებრივი მოკვდავები იყვნენ.

გიორგი სურამელი

იტვირთბა....