aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის”- გახარია პოლიტიკიდან ივანიშვილის წასვლაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ეხმიანება და ამ ნაბიჯს სამაგალითოს უწოდებს.

გახარიას შეფასებით, ივანიშვილის გადაწყვეტილება არის უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითი, როგორ შეიძლება დათმო ხელისუფლება მაშინ, როდესაც მოსახლეობა მისი ხელმძრვანელობით არსებულ ზალას მესამედ ირჩევს.

გახარიას თქმით, წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის შემქმნელი, განმსაზღვრელი ძალა.

“დღეს ბიძინა ივანიშვილმა, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ოფიციალურად განაცხადა, რომ ის ტოვებს დაკავებულ თანამდებობას და ტოვებს პოლიტიკას. რა თქმა უნდა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის შემქმნელი, განმსაზღვრელი ძალა.

ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითი, როგორ შეიძლება დათმო ხელისუფლება მაშინ, როდესაც შენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, ძალას, რომელსაც შენ ხელმძღვანელობ და რომლის ლიდერიც ხარ, შენი მოქალაქეები და მოსახლეობა მესამედ უჭერს მხარს და აძლევს ლეგიტიმაციას და მანდატს მართოს ქვეყანა.

რა თქმა უნდა, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითია და მაგალითი იქნება ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ეს მანდატი, რომელიც ქართულმა ოცნებამ პირველად  საქართველოს ისტორიაში მესამედ მიიღო, არ არის შემთხვევითი და ამ ნდობას აქვს თავისი ახსნა და ამ ნდობაშიც, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი. ეს ის როლია, რომლითაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია სამართლიანობის დამკვიდრებას, ეს ის როლია, რამაც განსაზღვრა ქართული პოლიტიკის ცენტრში ადამიანი და მისი ღირსება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის  პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. როგორც ივანიშვილი წერილში აღნიშნავს, ის ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე პარტიასაც და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება.

არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ნაცვლად პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე დაინიშნება.

იტვირთბა....