ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორია თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა – რას ამბობს ოჯახი

მომღერალ თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ახლობლები და ოჯახის წევრები არ ადასტურებენ. მათი თქმით, თემურ წიკლაური მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.

ცნობისათვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომღერალი თემურ წიკლაური გარდაიცვალა.

შეგახენებთ, ქართველი მომღერალი და მსახიობი, 75 წლის თემურ წიკლაური თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. თემურ წიკლაურს კორონავირუსი დაუდასტურდა.

იტვირთბა....