ევროკავშირი მზად არის თურქეთის მოქალაქეებს 2016 წლის ოქტომბრიდან შენგენის ქვეყნებში უვიზოდ შესვლის უფლება მიანიჭოს. ინფორმაციას Euro News ავრცელებს.
ევროკავშირი სამაგიეროდ თხოვს თურქეთს მიგრანტების პრობლემის გადაჭრას. ევროკავშირმა ამ მიზნით 3 მილიარდი ევრო გამოყო.
„ჩვენ ევროკავშირთან ერთად ვიმუშავებთ რათა, მიგრანტებთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარდეს“ – განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავით ოღლუმ.
ცნობილი გახდა, რომ 2016 წლიდან ყოველ წელს გაიმართება თურქეთ-ევროკავშირის სამიტიც.
რუსულმა მხარემ გააკეთა განცხადება, რომ შესაძლოა რუსეთმა თურქეთთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთმა ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან 1999 წელს გააფორმა.