ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ახლა მივიღე წერილი გელათზე, საშინელებაა”- ნიკა ვაჩეიშვილი პოსტს აქვეყნებს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა ვაჩეიშვილი  სოციალურ ქსელში გელათის ტაძართან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

როგორც ნიკა ვაჩეიშვილი წერს, მან მიიღო წერილი იტალიელი რესტავრატორისგან, სადაც ნათქვამია, რომ სარესტავრაციო სამუშაოებში დაშვებულია მძიმე მეთოდური შეცდომები.

„ახლა მივიღე წერილი, სადაც მსოფლიოში აღიარებული იტალიელი რესტავრატორი მწერს გელათზე, დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სარესტავრაციო სამუშაოებში დაშვებულია მძიმე მეთოდური შეცდომები, რაც ძეგლზე უმძიმესად იმოქმედებს! საშინელებაა!!!!

„… ყველა სპეციალისტის აზრით, მთავარი დეფექტი/ნაკლი არის კრამიტის დამაგრება პირდაპირ ხსნარიან ზედაპირზე, რადგან მათი პირდაპირი კონტაქტი წარმოქმნის ზედაპირსა და კერამიკას შორის კონდენსატს (წყლის წვეთებს), რომელიც ვეღარ ორთქლდება და შიგ რჩება.

თბილი კლიმატის მქონე ტერიტორიებზე, როგორიცაა სიცილია ან სხვა ხმელთაშუა ზღვის ზონები, ამ ტიპის გადახურვას სერიოზული დაზიანება არ ემართება.

მაგრამ იმ რეგიონებში, სადაც ტემპერატურა 0-ს ქვემოთ ეცემა ( როგორიც საქართველოა) კონდენსატი იყინება და წარმოქმნის ბზარებს კრამიტზე, რის შედეგადაც დაზიანებულ მონაკვეთებში შედის წყალი“, – წერს ნიკა ვაჩეიშვილი.

იტვირთბა....