aviabiletebi
მთავარი ციტატა

“კორონავირუსის მიმდინარეობაში გამოყოფენ ორ ფაზას…”- თენგიზ ცერცვაძე ვირუსის მიმდინარეობაზე საუბრობს

„კოვიდ-19“-ის მიმდინარეობაში გამოყოფენ ორ ფაზას: ვირუსულს, რომელიც 10 დღეს გრძელდება და იმუნურ ფაზას, რომელიც 10 დღის შემდეგ დგება. სწორედ იმუნური ფაზის დროს არის ეფექტური ეს „ტოცილიზუმაბი“, როდესაც პაციენტს უვითარდება არა ვირუსული ფილტვების ანთება და არა ვირუსული ინფექცია ადრეულ სტადიაზე, არამედ მოგვიანებით სტადიაზე, როდესაც ვირუსული ფაზა ჩამთავრებულია და პაციენტს აქვს გამოხატული იმუნური ფაზა, რომელიც უფრო ხშირად იწვევს სასიკვდილო გამოსავალს, ვიდრე ვირუსული ფაზა. „ტოცილიზუმაბი“ უნდა მიეცეს სწორედ 10 დღის შემდეგ, დამძიმების შემთხვევაში. ეფექტიანია კრიტიკულად მძიმე ავადმყოფებში.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თენგიზ ცერცვაძე – ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი

ამის შესახებ ცერცვაძემ კორონავირუსის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ჰანაცხადა.

შეგახსენებთ, რომ მეცნიერები ახალი პრეპარატის “მოლნუპირავირის” კვლევას ატარებენ. ჯანმოს მონაცემებით ახალი პრეპარატი კვლევის მეორე და მესამე ფაზას გადის. მათივე ცნობით, პირველ ფაზაზე პრეპარატმა დადებითი შედეგი აჩვენა, რაც იმაში გამოიხატა რომ მედიკამენტმა ვირუსი დაბლოკა და მისი მიღებიდან 24 საათში ადამიანი გადამდები აღარაა

იტვირთბა....