“ვაიმე, ეს “მოლნუპირავირზე” ამოვიდა ყელში… ხალხო ეს არის ჩვეულებრივი ფარმაკომპანიების, როგორც “რემდესვირი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს.
როგორც ფხაკაძის ვიდეომიმართვიდან ირკვევა, ის მეცნიერების მიერ აღმოჩენილ მედიკამენტს, “მოლნუპირავირზე” რეკომენდაციას არ უწევს.
“ვაიმე ეს “მოლნუპირავირზე” ამოვიდა ყელში… ხალხო ეს არის ჩვეულებრივი ფარმაკომპანიების, როგორც “რემდესვირი” და ამ პრეპარატზე ჩემი პასუხი, ხომ იცით რაც არის… “რემდესვირი” არის ფულის გასაკეთებელი მანქანა. არ მუშაობს ეს წამალი, მეტი რა უნდა გითხრათ! ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება, რომ არ მუშაობს. “ქლოროფინი” დაგავიწყდათ?! – მე როდის ვიძახოდით არ ვარგა ეს წამალი, მერე ამოიღეს ხმარებიდან.
საქართველოში ხომ ხმარობდნენ ამ პრეპარატებს, არვიცი ახლა თუ იყენებენ. გეუბნებით, რომ დაწყნარდით, გეუბნებით ხალხნო დაწყნარდით, ყველაზე კარგი წამალი არის რა?! – პოზიტივი… დღეში, შვიდი და ათია ათასი ნაბიჯი ფეხით სიარული. დაახლოებით ერთი საათი სუფთა ჰაერზე სეირნობა. შეამცირეთ, მარილი, შაქარი და გამოხატეთ მეტი პოზიტიური ენერგია. და მნიშვნელოვანი რაცაა პირბადე და ორმეტრიანი დისტანცია, აი, ასე თუ ავიცილებთ ვირუსს და ავაშენებთ, ქვეყანას. მხოლოდ ასე თუ შევძლებთ ქვეყნის აშენებას და მოვითხოვოთ ქვეყნის გახსნა. მოვითხოვოთ ოღონდ არა მკაცრად.” – ამბობს ფხაკაძე ვიდეომიმართავში.
იხ: ვიდეო:
შეგახსენებთ, რომ მეცნიერები ახალი პრეპარატის “მოლნუპირავირის” კვლევას ატარებენ. ჯანმოს მონაცემებით ახალი პრეპარატი კვლევის მეორე და მესამე ფაზას გადის. მათივე ცნობით, პირველ ფაზაზე პრეპარატმა დადებითი შედეგი აჩვენა, რაც იმაში გამოიხატა რომ მედიკამენტმა ვირუსი დაბლოკა და მისი მიღებიდან 24 საათში ადამიანი გადამდები აღარაა.