“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბევრი არასტაბილური გარემო გაიარა.
ამასთაან, ვაშაძემ “360 გრადუსი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა , სადაც დასძინა, რომ იმ მიდგომებმა, რაც დონალდ ტრამპს ჰქონდა, საკუთარი თავი ამოწურა.
„ვფიქრობ, საქართველოსთან მიმართებაში ამერიკა ძალიან აქტიური იქნება. „დემოკრატების“ უმრავლესობა სენატსა და კონგრესში გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ძალიან აქტიური იქნება საგარეო პოლიტიკა. ის შენელებული აქტივობები, რაც იყო ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოში, აღარ იქნება.
იმ მიდგომებმა, რაც დონალდ ტრამპს ჰქონდა, საკუთარი თავი ამოწურა. ბევრი არასტაბილური გარემო გაიარა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ბოლო 4 წლის განმავლობაში. ძალიან პასიური იყო ამერიკის შეერთებული შტატები საერთაშორისო ასპარეზზე, რაც „რესპუბლიკურ პარტიას“ არ ახასიათებს“, – აცხადებს ვაშაძე.
შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესი ჯო ბაიდენის გამარჯვების დასადასტურებლად თავდაპირველად გუშინ შეიკრიბა, თუმცა, მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ შეხვედრა შეწყდა და შენობიდან კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. დაკავებულია 50-მდე ადამიანი.
აშშ-ის კონგრესმა აშშ-ის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა. არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.