ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირაკლი ღარიბაშვილი შეტაკებებისა და არეულობის გამო რესპუბლიკის მოედანზე არ მივიდა

პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა მისულიყო, თუმცა შეტაკებებისა და არეულობის გამო არ მივიდა. რესპუბლიკის მოედანზე ასობით დემონსტრანტია შეკრებილი. ისინი საფრანგეთის ეკოლოგიურ პოლიტიკას აპროტესტებენ.

პარიზში შეტაკებები ამ წუთებში აღარ მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა რესპუბლიკის მოედანი სრულად გაწმინდეს აქციის მონაწილეებისგან. მანამდე კი რესპუბლიკის მოედანზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები პოლიციელებს ქვებს ესროდნენ. ვითარების განსამუხტა პოლიციამ რამდენჯერმე გაუშვა ცრემლსადენი გაზი.

შეგახსენებთ, კლიმატის კონფერენციაზე, რომელსაც საფრანგეთის დედაქალაქი 30 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე უმასპინძლებს, ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა  მინისტრმა, ლორან ფაბიუსმა ერთობლივად მიიწვიეს, სადაც პრემიერი მონაწილეობას მიიღებს.

იტვირთბა....