ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

(ვიდეო) “მაღვიძებს მიშიკო, მამა, მიშველე, დამჭრაო”- 19 წლის მიშო ახლოურის მამის პირველი კომენტარი

თბილისში, 19 წლის მიშო ახლოურის მამის ვიდეო ვრცელდება, სადაც ის უბედური შემთხვევის დეტალებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც „კურიერი“ ავრცელებს, გარდაცვლილის მამა ამბობს, რომ მომხდარის დროს, ის სახლსი იმყოფებოდა.

„9 საათზე, კომენდატის საათი რომ იწყებოდა, მოვედი სახლში. მიშიკო იყო ზალაში დივანზე ნახევრად გადაყუდებული. დავწექი მერე და დავიძინე. დაახლოებით 10 საათზე, ხმით მაღვიძებს მიშიკო – მამა, მიშველე, დამჭრაო. სისხლი რომ დავინახე, წამოვხტი. გიორგი კუხნიდან გამოვიდა. ზალაში წამოვაწვინეთ. ცუდად ვარო. მერე ვგებულობ, გიორგის უთქვამს – მეძინება, ტელევიზორი გამორთე, დილით ადრე ვარ წასასვლელიო.

მერე აუღია დანა, რომ მიშიკოსთვის ტელევიზორის კაბელი გადაეჭრა, ამ დროს ძაღლმა… ამ ძაღლზე მოქნეული დანა მოხვდა მიშიკოს“, – ყვება ბრალდებული და მოკლული ბიჭების მამა, რომლის თქმითაც, მის შვილს ღრმა ჭრილობა არ ჰქონდა.

„გიორგი რეკავდა სასწრაფოში, ეს განმეორდა სამჯერ. სასწრაფო რომ მოვიდა ჩვეულებრივ ჩავიყვანეთ – გული გადარჩენილია, გულში არ მოხვდაო. განზრახ მკვლელობა არ ყოფილა, ეს შემთხვევითობა იყო“, – ამბობს მამა.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, თბილისში სასიკვდილო ჭრილობები მიშო ახლოურს 21 წლის ძმამ მიაყენა. შემთხვევა 6 იანვარს მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, მიზეზი ურთიერთშელაპარაკებაა. მკვლელობაში ბრალდებულია გარდაცვლილის 21 წლის ძმა, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა.

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ 21 წლის გიორგი ახლოურს სასამართლომ წინასწარი აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა.

იხილეთ ვიდეო:

იტვირთბა....