ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ე.წ. დემოკრატიის აკვნად წოდებულ აშშ-ში განვითარებულმა პროცესებმა მსოფლიო შოკში ჩააგდო”- ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი კაპიტოლიუმში 6 იანვარს მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც თურქეთის პრეზიდენტი მომხდარ მოვლენებს აფასებს, ე.წ. დემოკრატიის აკვნად წოდებულ აშშ-ში განვითარებულმა პროცესებმა მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო,

ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ 20 იანვარს ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ისევე მშვიდად ჩაივლის, როგორც დონალდ ტრამპის განცხადებაში იყო აღნიშნული.

თურქეთის პრეზიდენტმა კაპიტოლიუმის შენობაში მომხდარი არეულობის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.

შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესი ჯო ბაიდენის გამარჯვების დასადასტურებლად თავდაპირველად გუშინ შეიკრიბა, თუმცა, მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ შეხვედრა შეწყდა და შენობიდან კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. დაკავებულია 50-მდე ადამიანი.

აშშ-ის კონგრესმა აშშ-ის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა.  არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

 

იტვირთბა....