ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობისას დაჭრილი ოფიცერი გარდაიცვალა

აშშ-ის 6 იანვარს კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობის დროს დაჭრილი პოლიციის ოფიცერი ბრაიან სიქნიქი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პოლიციელის გარდაცვალების შემდეგ ვაშინგტოNში მომხდარიარეულობის დროს  გარდაცვლილთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესი ჯო ბაიდენის გამარჯვების დასადასტურებლად თავდაპირველად გუშინ შეიკრიბა, თუმცა, მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ შეხვედრა შეწყდა და შენობიდან კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დაკავებულია 50-მდე ადამიანი.

აშშ-ის კონგრესმა აშშ-ის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა.  არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

იტვირთბა....