aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“აშშ-ში საარჩევნო სისტემა არქაულია და ის არ აკმაყოფილებს დემოკრატიულ სტანდარტებს”- მარია ზახაროვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრესსპიკერი მარია ზახაროვა რუსეთი  ვაშინგტონში 6 იანვარს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ რაც ხდება, ეს შეერთებული შტატების საშინაო საქმეა.

როგორც ზახაროვამ განაცხადა, საარჩევნო სისტემა შეერთებულ შტატებში არქაულია, ის არ აკმაყოფილებს თანამედროვე დემოკრატიულ სტანდარტებს.

”ეს შეერთებული შტატების შიდა საქმეა. ამავე დროს, გვსურს ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ საარჩევნო სისტემა შეერთებულ შტატებში არქაულია, ის არ აკმაყოფილებს თანამედროვე დემოკრატიულ სტანდარტებს, ქმნის მრავალი დარღვევის შესაძლებლობას და ამერიკული მედია გახდა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი. ამერიკელ ხალხს ვუსურვებთ, საკუთარი ისტორიის დრამატული მომენტი ღირსეულად გადაიტანოს ”, – განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესი ჯო ბაიდენის გამარჯვების დასადასტურებლად თავდაპირველად გუშინ შეიკრიბა, თუმცა, მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ შეხვედრა შეწყდა და შენობიდან კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დაკავებულია 50-მდე ადამიანი.

აშშ-ის კონგრესმა აშშ-ის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა.  არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

იტვირთბა....