ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჩვენი სტატიები

54 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ გარდაიცვალა

თბილისში შუა ხნის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც გარდაცვლილის ახლობელი “მეტრონომს” უყვება, ქალი კორონავირუსით დაახლოებით ერთი თვის წინ დაინფიცირდა და მკურნალობას სახლში გადიოდა.

რამ გამოიწვია 54 წლის ქალის გარდაცვალება, ოჯახის ახლობლებისთვის უცნობია. ირკვევა, რომ ქალი ოჯახის წევრებს დილით გარდაცვლილი დახვდათ. ახლობლები ვარაუდობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.

ამასთან, როგორც გარდაცვლილის ახლობელი აცხადებს, ქალს ქრონიკული დაავადებები არ აღენიშნებოდა, ავადობის პერიოდში კი მხოლოდ მაღალი წნევა უფიქსირდებოდა.

 

ავტორი: თათია შაიშმელაშვილი

იტვირთბა....