ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში ვაშინგტონის კაპიტოლიუმზე მოქალაქეების შტურმსა და განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
გამზარდიას შეფასებით, მსოფლიოში აშშ-ის ავტორიტეტი დაეცა და ის რაც დღეს ხდება, დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს.
“ძალიან დაეცემა აშშ-ს ავტორიტეტი მსოფლიოში. ამერიკას უნიკალურს ის ხდიდა, რომ ნაციონალური-სახელმწიფო ინტერესი სამართლიანობაზე მაღლაც კი იყო დაყენებული. ეს ხდიდა ამერიკას ზესახელმწიფოდ, დემოკრატიის მოკარნახედ.
დღეს განვითარებული მოვლენები ამ ყველაფერს ამოატრიალებს და მთელ რიგ უპირატესობებს დააკარგვინებს აშშ-ს, რაც ამერიკასაც და მისდამი ზედმეტი ნდობით გაჯერებულ სახელმწიფოებს ძვირი დაუჯდებათ,’- წერს არჩილ გამზარდია.
შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესი ჯო ბაიდენის გამარჯვების დასადასტურებლად თავდაპირველად გუშინ შეიკრიბა, თუმცა, მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ შეხვედრა შეწყდა და შენობიდან კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დაკავებულია 50-მდე ადამიანი.