aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“მოკლედ, ამერიკამ აჩვენა, რომ შეცდომები მოსულა” – ნინო ჯანგირაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

ჯანგირაშვილი აღნიშნული მიმართვით ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ.

“ტრამპი პრეზიდენტობას სოციალურ ქსელებში დაბლოკილი და თავლაფდასხმული ასრულებს. თუმცა, მისი ქმედებების შედეგები ჯერ ბოლომდე არ მოუმკია. ამერიკული სახელმწიფო სავარაუდოდ უფრო ძვირს დაუსვამს მის ჩაწიხვლას. რესპუბლიკელებმაც გადაიხადეს ტრამპის ოთხწლიანი სიგიჟის საფასური–თეთრი სახლი, კონგრესი, სენატი მთლიანად დემოკრატების ხელშია. რესპუბლიკელებს ასეთი შავი დღე დიდი ხანია არ ქონიათ და დიდხანს მოუწევთ თვითრეაბილიტაციაზე მუშაობა.
მოკლედ, ამერიკამ აჩვენა, რომ შეცდომები მოსულა, მაგრამ ამერიკული დემოკრატიის დამარცხება შეუძლებელია.

ახლა ჩვენ რაც შეგვეხება – სინამდვილეში 6 იანვარი ჩვენ 31 ოქტომბერს, საარჩევნო უბნებში მოგვიწყვეს. და ამერიკისგან განსხვავებით შერჩათ სახელმწიფოს ჩაწიხვლა, ძალაუფლების მოპარვა, ფაქტიურად სახელმწიფო გადატრიალება. ყოველ ჯერზე ძალიან მრცხვენია, როცა ქართული სახელმწიფო ფარჩაკდება.” – ნინო ჯანგირაშვილი.

შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესი ჯო ბაიდენის გამარჯვების დასადასტურებლად თავდაპირველად გუშინ შეიკრიბა, თუმცა, მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ შეხვედრა შეწყდა. მომხდარის შემდეგ შენობიდან კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დაკავებულია 50-მდე ადამიანი.

იტვირთბა....