ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნამდვილი გმირია! ამ ვიდეოში ის აცხადებს მანიაკი ტრამპის და საკუთარ დამარცხებას”- ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ სოციალურ ქსელში ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

გვარამია პოსტში სენატის თავმჯდომარე მაიკ პენსიზე წერს და აცხადებს, რომ ის “პირველი გაემიჯნა სამყაროს ბოროტების მსახურებაში ჩამდგარ ტრამპს.”

“ანტიგმირი გასაგებია, მაგრამ კაპიტოლიუმის მოვლენების ნამდვილი და მთავარი გმირი (ტრამპის) ვიცე-პრეზიდენტი და სენატის თავმჯდომარე მაიკ პენსია. ამ კაცმა გადამწყვეტი როლი ითამაშა არა მარტო როგორც სიმბოლომ, რომელიც პირველი გაემიჯნა სამყაროს ბოროტების მსახურებაში ჩამდგარ ტრამპს, არამედ თავისი საქმითაც – დემოკრატიის და ამერიკის კონსტიტუციის მსახურებით, ხელისუფლების (მათ შორის, საკუთარი ხელისუფლების) უზურპაციის მხარდაჭერის ნაცვლად.

ამ ვიდეოში ის აცხადებს პრეზიდენტ ბაიდენის და ვიცე-პრეზიდენტ ჰარისის გამარჯვებას და მანიაკი ტრამპის და ასევე საკუთარ დამარცხებას, როგორც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის.
ნამდვილი გმირია! ასეთები ამოძრავებენ სამყაროს წინ და ამარჯვებინებენ სიკეთეს ბოროტებაზე!”- წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, 6 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეები აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც შეკრებილი იყვნენ კანონმდებლები, რათა არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვება დაემტკიცებინათ.

კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

 

იტვირთბა....