ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

(ფოტოკოლაჟი) საგანგებო მდგომარეობა ვაშინგტონში

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეები აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც შეკრებილი იყვნენ კანონმდებლები, რათა არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვება დაემტკიცებინათ. – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

აღნიშნული მედიასაშუალების ინფორმაციით, კაპიტოლიუმის პოლიცია დამატებითი ძალების მობილიზებას ითხოვს.

ამ დროისთვის შენობაში ყველანაირი გადაადგილება შეზღუდულია. სენატორები, თანამშრომლები და ჟურნალისტები გადასაადგილებლად მიწისქვეშა გვირაბებს იყენებენ.

ამასთან, ვრცელდება ფოტომასალა თუ როგორ იცავენ კაპიტოლიუმში პოლიციელები კარს, სადაც ბარიკადია მოწყობილი და საიდანაც პროტესტის მონაწილეები შეჭრას ცდილობენ.

იხ: ფოტო:

იტვირთბა....