ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ასე არჩევნების შედეგებს ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ”- ჯორჯ ბუში კაპიტოლიუმზე თავდასხმას ეხმიანება

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში კაპიტოლიუმზე თავდასხმას და ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

როგორც კორჯ ბუღმა აღნიშნა, არჩევნების შედეგებს ამგვარად ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ.

“ასე არჩევნების შედეგებს ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ და არა ჩვენს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. შეძრწუნებული ვარ არჩევნების შემდეგ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის უპასუხისმგებლო ქცევებით და დღეს ჩვენი ინსტიტუტების, ტრადიციების და სამართალდამცველების მიმართ გამოვლენილი უპატივცემულობით.

კაპიტოლიუმზე ძალადობრივი თავდასხმა, კონგრესის კონსტიტუციით განსაზღვრული სხდომის ჩაშლა, ჩაიდინა იმ ხალხმა, ვინც წააქეზეს ტყუილით და ცრუ იმედებით. ამბოხი დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და რეპუტაციას. აშშ-ში ყველა პატრიოტი მოქალაქის ვალია კანონის უზენაესობის დაცვა. მივმართავ მათ, ვინც არჩევნების შედეგებით იმედგაცრუებულია: ჩვენი ქვეყანა მომენტის პოლიტიკაზე უფრო მნიშვნელოვანია. მიეცით ხალხის მიერ არჩეულ ოფიციალურ პირებს შეასრულონ თავიანთი საქმე და უსაფრთხოდ და მშვიდობიანად წარმოადგინონ ხალხის ხმა”. – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 6 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეები აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც შეკრებილი იყვნენ კანონმდებლები, რათა არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვება დაემტკიცებინათ.

კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

იტვირთბა....