ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მეც შოკირებული და დამწუხრებული ვარ”- ჯო ბაიდენი აშშ-ში არეულობას ეხმიანება

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს, კაპიტოლიუმთან მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გაავრცელა.

ჯო ბაიდენის განცხადებით, ის შოკირებული და დამწუხრებულია, რომ ქვეყანა ასეთ „ბნელ მომენტამდე“ მივიდა, თუმცა დასძინა, რომ როგორც სხვა ისტორიული მომენტების დროს, ამერიკა ამჯერადაც გაიმარჯვებს.

მისივე თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მუშაობა უნდა მოხდეს დემოკრატიის, პატივისცემის, კანონის უზენაესობის და უბრალო თავაზიანობის აღდგენის მიმართულებით.

“ომისა და კონფლიქტების გავლით, ამერიკამ ბევრი გადაიტანა. ჩვენ ამასაც გავუძლებთ და კვლავ გავიმარჯვებთ ახლავე. დღევანდელი დღე გვახსენებს, რომ დემოკრატია მყიფეა და მისი გადარჩენა ხალხის კეთილ ნებას მოითხოვს. დაემუქრო არჩეული პირების უსაფრთხოებას, ეს არ არის პროტესტი. ეს ამბოხებაა. მსოფლიო გვიყურებს. როგორც ბევრი სხვა ამერიკელი, მეც შოკირებული და დამწუხრებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე იყო დემოკრატიის იმედი და შუქურა, ამ ბნელ მომენტამდე მივიდა“, – განაცხადა ბაიდენმა და დონალდ ტრამპს მოუწოდა ხალხს მიმართოს.

ცნობისთვის, 6 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეები აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც შეკრებილი იყვნენ კანონმდებლები, რათა არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვება დაემტკიცებინათ.

კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

იტვირთბა....