ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვაშინგტონის კაპიტოლიუმზე განხორციელებული თავდასხმის გამო საგანგებო მდგომარეობა 15 დღით გახანგრძლივდა

აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს შენობაზე თავდასხმის შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 15 დღით გაახანგრძლივა. აღნიშნულიგადაწყვეტილება ვაშინგტონის მერმა, მურიელ ბოუზერმა მიიღო.

მურიელი არ გამორიცხავს, რომ  არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო პირებმა ძალადობრივი ქმედებები, შესაძლოა, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დღემდე გააგრძელონ.

CNN-ის ცნობით, ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა ჯო ბაიდენის ინაუგურაციის მეორე დღიდან, 21 იანვრიდან მოიხსნება.

ცნობისთვის, 6 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეები აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც შეკრებილი იყვნენ კანონმდებლები, რათა არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვება დაემტკიცებინათ.

კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

იტვირთბა....