სტამბულში ტაქსიმის მოედანი კვლავ საპროტესტო აქციების ცენტრად იქცა. თურქეთში საზოგადოების მასობრივი მღელვარება ამჯერად, ცნობილი ქურთი ადვოკატის, თახირ ელჩის, პირდაპირ პრესკონფერენციაზე მოკვლამ გამოიწვია. მოედანზე შეკრებილი ორიათასამდე დემონსტრატის დაშოშმინება პოლიცია წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით შეეცადა.
შეგახსენებთ, თურქეთში ცნობილი ქურთი ადვოკატი დღეს მოკლეს. თავდასხმა დეარ ბაქირში მოხდა, როდესაც მშვიდობიანი მსვლელობის, შემდეგ ტაჰირ ელჩი, მედიისთვის განცხადებას აკეთებდა, ადვოკატის გარდა სროლის შედეგად ერთი პოლიციელიც დაიღუპა. 11 ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის ორი ჟურნალისტი.
ტაჰირ ელჩი, თურქეთის პრეზიდენტის საწინააღმდეგო განცხადებებითა და ქურთთა მუშათა პარტიის მხარდაჭერით გამოირჩეოდა. მომხდარის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონში კომენდატის საათი გამოაცხადა.