ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ხალხი დაგიხოცა, გაგიმწარა, ეზოებზე საზღვრები გაგივლო…” – ჟურნალისტი ანანიაშვილის რუსეთში, საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის ეხმიანება

ჟურნალისტი, დაჩი გრძელიშვილი პრიმაბალერინა, ნინო ანანიაშვილის, რუსეთში, ქალაქ ნოვოსიბირსკის საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხს ეხმიანება.

ჟურნალისტი თავის პოსტში დასძენს, როცა მავანნი ამბობენ, პოლიტიკა და კლულტურა, ან სპორტი სხვადასხვა რამეებიაო… სწორედ აქედან ჩანს, რომ ერთი და იგივეა.

“მეტრონომი” დაჩი გრძელიშვილის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“აი, მავანნი რომ ამბობენ, პოლიტიკა და კლულტურა, ან სპორტი სხვადასხვა რამეებიაო… სწორედ აქედან ჩანს, რომ ერთი და იგივეა – მან ხალხი დაგიხოცა, გაგიმწარა, ეზოებზე საზღვრები გაგივლო… მისი მესაზღვრეები ტყეში ფიჩხის მოსაგროვებლად წასულ შენს ადამიანებს იტაცებენ… და თან გეუბნებიან რომ შეუძლიათ, შენი ქვეყნის კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თავის არმიულ კლუბში შეუძლიათ წააპრონწიალონ და ათამაშონ… შენი ქვეყნის პრიმა-ბალერინა, საბალეტო დასის დედა და სიამაყე სადღაც ტ**ი, ნოვოსიბირსკის თეატრში გაამწესონ ისე, რომ ამას ცხოვრების შანსად თვლიდნენ… კაარგი რაა, მეტი პოლიტიკა რა იყო რო იყოს აი, ვიღაცა ოჯახს რო აგიწიოკებს, დედას მო***ნავს და მესამე დღეს ნახირის მწყემსად რომ დაუდგე მეცხრე მთის ძირში, ეგ ამბავია.” – წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ქალაქ ნოვოსიბირსკის საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა.

იტვირთბა....