ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

,,ეს ალბათ ბოლო კადრია, სახლში რომ მიდის საკუთარ დასასრულთან” – ძმის მიერ მოკლული 19 წლის ბიჭს მეგობრები ემშვიდობებიან

მიშო ახლოურის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით მეგობრები სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებენ.

,,ნათელში იყავი, მიშო! ეს სიმღერა უკვე არამარტო შაქარას, შაქარას მიშოსაც გამახსენებს”, – წერს მეგობარი სოციალურ ქსელში.

,,ეს ალბათ ბოლო კადრია, სახლში რომ მიდის საკუთარ დასასრულთან… ღმერთო, ეს სიცოხლე… 18 საათის წინ ცოცხალი იყო”, – წერს ერთ-ერთი მეგობარი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისში, სამართალდამცავებმა ძმის მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის მ.ა. დააკავა.

ცნობისთვის, მიშო ახლოური, რომელიც საკუთარმა ძმამ მოკლა, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ახლო მეგობარი იყო.

იტვირთბა....