ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რა საკითხები განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ – ცნობილია დეტალები

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზ განხილულ იქნა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი. სხდომას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ინფიცირებულთან რაოდენობის შედარებით კლება ფიქსირდება, მნიშვნელოვანია სიფრთხილის გამოჩენა.

ეპიდემიოლოგებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ყველა რეკომენდაციის დაცვის მნიშვნელობას – მათ შორის სოციალურ დისტანციას და პირბადეების ტარებას. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა კოვიდვაქცინაციის პროცესსა და ამ თემაზე, პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმოადგენლებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებზე.

 

იტვირთბა....