ოკუპირებული აფხაზეთში გალის რაიონის შემდეგ ხანძარი გაგრაშიც გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკ აფხაზია“ ავრცელებს.
ამ ეტაპზე არაა ცნობილი, რა ფართობზე გავრცელდა ხანძარი. თუმცა, სპეციალისტები გაგრის რაიონში ტყის ხანძრის ჩასაქრობად გაემგზავრნენ.
ხანძარი იყო გალშიც, სადაც საცხოვრებელი სახლები დაიწვა და მოსახლეობის ევაკუირება მოხდა. გუშინ საღამოს გალის რაიონში ხანძრის ყველა კერის ლიკვიდაცია განხორციელდა.