aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსების ადგილი ქუჩაში არაა”- პარლამენტში შესული ოპოზიციონერი დეპუტატი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შესული დეპუტატის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსების ადგილი არა ქუჩაში, არამედ პარლამენტშია. ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტსი მისი სადებუტატო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ განაცხადა.

როგორც ინჯიამ აღნიშნა, დღეს ოპოზიციის ქუჩაში დარჩენა ხელს აძლევს ორ პოლიტიკურ ძალას – „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“.

“ვისაც არეულობა და დესტაბილიზაცია უნდა, ის თავისი ქმედებით ანგრევს ქვეყანას, მის ეკონომიკას, აჩქარებს მოსახლეობისგან ქვეყნის დაცლას, ახალგაზრდების ემიგრაციას სხვა ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსების ადგილი ქუჩაში არაა. ის, ვისაც ამის მანდატი აქვს, პარლამენტში უნდა იყოს,”- აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

მისივე თქმით,  სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსს” ტოვებს და ახალ პარტიას „ევროპელ სოციალისტებს” აყალიბებს.

„პატრიოტთა ალიანსის” სამი წევრის – ფრიდონ ინჯიას, დავით ზილფიმიანის და გელა მიქაძის უფლებამოსილების საკითხზე პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე იმსჯელა და მხარი ერთხმად დაუჭირა.

ცნობისთვის, “პატრიოტთა ალიანსის” სამ დეპუტატს ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს პარლამენტის სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ.

 

იტვირთბა....