მთავარი ციტატა

“ეს ყველაფერი არის რისკის მატარებელი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას”- გაბუნია მიმართვას ავრცელებს

“შობის დღესასწაულზე იცით, რომ კიდევ ერთი დაანონსებული შეზღუდვის მოხსნა იქნება 6 დეკემბრის ღამეს. შობის დღესასწაულს ასევე უკავშირდება ეკლესიაში ხალხმრავლობა და სტუმრიანობა, ეს ყველაფერი არის რისკის მატარებელი. კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ პირადი დაცვის საშუალებებს ნუ დავივიწყებთ და სტუმრიანობასაც მოვერიდოთ.”

თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ამის შესახებ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში, 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. აიკრძალა მუნიციპალური და საქალქთაშორისო ტრანსპორტი, დაიხურა ყველა დიდი სავაჭრო ქსელი. ასევე, ღამე, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე, ქვეითთა მოსიალულესთვის.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 26 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში გამკაცრებული ძირითადი შეზღუდვები 16 იანვრამდეა ძალაში.

იტვირთბა....