შემოვიდნენ, გაუქმება ითხოვეს და მიიღეს ის, რაც ითხოვეს. თავის თავს სასჯელი მაშინ გამოუტანეს, როცა დესქტიულ ძალას აჰყვნენ. დესტრუქცია-დესტაბილიაცია თვითონაც კარგად იციან, ვის აწყობს.”
გია ვოლსკი – უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახემ ვოლსკიმ ჟურნალისტებთან “პატრიოტთა ალიანსის” სამი წევრის სადებუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, “პატრიოტთა ალიანსის” სამ დეპუტატს ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს პარლამენტის სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ.
ამასთან, როგორც პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, ამით ისინი დასაჯეს.
„ქართული ოცნების“ მმართველობის სტილი ძალიან ჰგავს ბოლშვეკური მმართველობის სტილს, ეს არის ჩვენი სამაგალითო დასჯის მცდელობა, მაგრამ „ქართულ ოცნებისგან“ ეს უკვე აღარ გვიკვირს. ჩვენ არ მოგვწონდა წინა რეჟიმის მმართველობის სტილი, ჩვენთვის ის მიუღებელი იყო, მაგრამ მე ვსაუბრობდი პარლამენტის ტრიბუნიდან, რომ შეიქმნა, დაიბადა, ჩვენ თვალწინ, ახალი პოლიტიკური ცხოველი, მუტანტი, ძველი რეჟიმი შეერწყა ახალს, ერთი გახდა ეს ყველაფერი და დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ ტოტალურად გაყალბდა არჩევნები, მითვისებულია ხელისუფლება, დღეს პარლამენტი უხეშად არღვევს კანონმდებლობას და ვითომ არაფერი და ეს არის დემოკრატიული სახელმწიფო?“ – განაცხადა ინაშვილმა.