ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩემი დიდი ბაბუა, ბაბუა და მამა მასონები იყვნენ”- რას წერს გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ კრიტიკას  სოციალურ ქსელში იუმორისტული პოსტით ეხმაურება.

როგორც გხაკაძე წერს, მასონი ფრანგული სიტყვაა და ქართულად, ქვისმთლელს ნიშნავს, ხოლო ამ განმარტების მიხედვით გამოდის, რომ ის მასონების ოჯახიდანაა.

“მე მასონების ოჯახიდან ვარ!!!

ჩემი დიდი ბაბუა , ბაბუა და მამა მასონები იყვნენ…
მეტსაც გეტყვით, ქუთაისთან ახლოს არის ერთი ბუნებრივი ფერადი ქვებით მდიდარი სოფელი, ჭოგნარი , სადაც, თითქმის ყველა, მასონი ცხოვრობს…

დიახ, მასონი!!!

ისე, რომ იცოდეთ, მასონი ფრანგული სიტყვაა და ქართულად ქვისმთლელს ნიშნავს.
გადაშალეთ წიგნები და წაიკითხეთ , ბევრ კითხვაზე შეძლებთ პასუხის გაცემას!!!”, – წერს გიორგი ფხაკაძე.

იტვირთბა....