ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თქვენ ხართ სულიერი სიმტკიცის და ერთიანობის სიმბოლო”- თალაკვაძე ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

როგორც ტალაკვაძე პატრიარქს მიმართვას, ის სულიერი სიმტკიცის და ერთიანობის სიმბოლოა.

“თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს პარლამენტის სახელით გილოცავთ დაბადების დღეს! შეუფასებელია თქვენი ღვაწლი, თქვენი ამაგი, რომელსაც ამ წლების განმავლობაში დაუღალავად სწევთ. თქვენ ხართ სულიერი სიმტკიცის და ერთიანობის სიმბოლო. მიიღეთ ჩვენი გულწრფელი მადლიერება იმ სიყვარულისთვის, რომელსაც თითოეული ჩვენგანი გრძნობს თქვენგან. გისურვებთ მხნეობას და ჯანმრთელობას ჩვენი ხალხის და საქართველოს საკეთილდღეოდ…”- აღნიშნულია თალაკვაძის მისალოც წერილში.

ცნობისთვის, დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. პატრიარქს 88 წელი შეუსრულდა.

იტვირთბა....