ფრანგი მსახიობი და რეჟისორი რობერ ოსეინი კორონავირუსით გარდაიცვალა.
მსახიობი 93 წლის ასაკში ვირუსის გართულებების შედეგად გარდაიცვალა.
მსახიობს 100-ზე მეტ ფილმში აქვს ნათამაშები. საყოველთაო პოპულარობა „ანჟელიკას“ ფილმებში გრაფ ჟოფრეი დე პეირაკის როლმა მოუტანა.
გარდა ამისა ოსეინი 20-ზე მეტი ფილმის ავტორია. მის ნამუშევრებს შორისაა „ვარდნის წერტილი“ და ვიქტორ ჰიუგოს კლასიკური რომანის, „საბრალონის“ ერთ-ერთი ეკრანიზაცია.
ოსეინი თეატრშიც მუშაობდა. იგი 1970-1979 წლებში რეიმსის ეროვნული თეატრის ხელმძღვანელი იყო.