2016 წლის Orange Santa-ს ვინაობა დეკემბრის ბოლო კვირას გახდება ცნობილი. მანამდე კი პრეტენდენტებს არც ისე მარტივი ქასთინგის გავლა და რამდენიმე დავალების შესრულება მოუწევთ. ახალ Orange Santa-ს ასაკი, წონა და სიმაღლე შეზღუდული არ არის. მაგრამ არსებობს „რაღაც“, რაც მას აუცილებლად უნდა ახასიათებდეს – რაღაც აუცილებელი ფორთხოლისფერი სანტასთვის. ახალ Orange Santa-ს 3 წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ, რაც 50-ათასლარიან ჰონორარს გულისხმობს. ქასთინგი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. ვინ გახდება ახალი ფორთხოლისფერი სანტა, როგორც უკვე გითხარით, დეკემბრის ბოლო კვირას გამოაცხადებენ.
2015 წლის მიუზიკლის სტილში გადაღებული Orange Santa-ს კლიპი სანტას კლიპების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გადაღება იყო. “საქართველოს ბანკის” სანტას რეკლამა პირველად 2010 წელს გამოჩნდა.