ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბედობის ორიგინალური მილოცვა ნიკოლოზ რაჭველისგან – ვის მიართვა კოშკურა ამწეს დახმარებით თაიგული მაესტრომ

კომპოზიტორმა, ნიკოლოზ რაჭველმა მომღერალ, ნანი ბრეგვაძეს ბედობა მიულოცა. – ამის ასახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

კომპოზიტორის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ მან ამ დღის აღსანიშნავად, ნანი ბრეგვაძეს ყვავილების თაიგული აივანზე ამწეკრანის დახმარებით მიართვა.

„ვინც ჩემსა და ჩემი მეგობრების ფეისბუქის სიახლეთა კედელს თვალს ადევნებთ შეამჩნევდით, რომ ყოველი წლის 2 იანვარს ჩვენს უძვირფასეს ნანისთან ვიკრიბებით და ქართული სიმღერის ლეგენდასთან ერთად ყოფნას ვიბედებთ, მუსიკის დღესასწაულს ვიწყობთ და ენით აუწერელი ენერგიით ვიმუხტებით, მთელი წელი რომ მიგვყვება ხოლმე! მართლა ისე გვიყვარს ყველას ეს ურყევი ტრადიცია, რომ 1 იანვარზე მეტად 2 იანვარს ველოდებით და საგანგებოდ ვემზადებით დაუვიწყარი საღამოს გასატარებლად…

წელს კი გავუფრთხილდით მის ჯანმრთელობას და მე და თეონამ ყველა ჩვენი საერთო მეგობრის სახელით ჩვენი დიდი სიყვარული ასეთი ფორმით გამოვხატეთ, მაინც დავებედეთ ერთმანეთს და თან ისე, რომ არ ელოდა, სიურპრიზად:)) !!! “, – ნათქვამია ნიკოლოზ რაჭველი “ფეისბოქ” პოსტში.

იტვირთბა....