“კორონავირუსის ინფექციის გავრცელების ზრდას დღესასწაულების პერიოდი უფრო გამოიწვევს, ვიდრე 24 დეკემბრიდან შეზღუდვების ნაწილის შემსუბუქება,” – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა დღეს განაცხადა.
ამასთან, როგორც კულუმბეგოვი მიიჩნევს, სავარაუდოდ, დრამატული ზრდა არ იქნება.
“რასაკვირველია, როცა ადამიანების მობილობა იზრდება და ჩვენ ვხედავდით, რომ ეს მობილობა გაიზარდა, ეს აისახება ეპიდემიოლოგიის მრუდზე. 15-20%-იანი ზრდა თითოეული ადამიანის ავადობას ნიშნავს, რაც ნიშნავს ჰოსპიტალიზაციის რიცხვის ზრდას, რაც ძალიან სამწუხაროა, სიკვდილიანობის რიცხვზეც აისახება. თუმცა, ეს ძალიან დრამატული ზრდა არ იქნება. მე უფრო მეშინია ამ საახალწლო 2-3 დღის, რომელიც, დაახლოებით, 15 იანვრის შემდეგ გამოაჩენს თავს, ვიდრე იმ პერიოდის, რომელიც 24 დეკემბრიდან იყო. თუმცა, მინიმალური ზრდა იმ პერიოდის გავლენითაც რომ იქნება, უდავოა,”-განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.