ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ISIS-ის წევრზე გათხოვილი რუსი გოგონა

გოგონას დედა: “ჩვენ მოვუვლინეთ ქვეყანას ეს ურჩხულები“

ფატიმე დედა

„ურჩხული გამიზრდია“ – ასე მოიხსენიებს ჟურნალისტთან საუბარში თავის 20 წლის შვილს შაჰლა ბოჩკარიოვა, ფატიმე ჯარფაროვას დედა. ეს ის გოგონაა, რომლის ფოტოც ISIS-ის პოსტერს ამშვენებს და რომელიც ხოტბას ასხამს „თავის ძმებს“ პარიზში მოწყობილი სისხლისღვრისთვის.

ფატიმეს დედა „საიბერიან თაიმსის“ ჟურნალისტს უამბობს, რომ მისი შვილი უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ჩვეულებრივი საყვარელი გოგონა იყო და ყველა სხვა ბავშვივით იზრდებოდა. განსაკუთრებული რელიგიური შეხედულებები არ ჰქონია. მაგრამ უნივერსიტეტში ჩაბარებიდან სამ თვეში მისი ქცევა რადიკალურად შეიცვალა, გულჩათხრობილი და უკარება გახდა.

2014 წელს მშობლებთან ერთად შობის აღნიშვნაზე უარი თქვა, ბურყას (მუსლიმი ქალების თავსაფარი) ტარება დაიწყო. მალე  ფატიმე სირიაში გაემგზავრა, სადაც ISIS-ის მებრძოლს, ვინმე აბდულას შეხვდა და მისი ცოლობა გადაწყვიტა. აბდულას ტრადიცია არ დაურღვევია და ფატიმეს მშობლებს შვილის ხელი თხოვა, თან დააყოლა, რომ 3 ცოლი ჰყავდა და ფატიმეს მეოთხე ცოლად ირთავდა. ფატიმეს მშობლებმა აბდულა უარით გაისტუმრეს, მაგრამ ამას მათი ქალიშვილისთვის ხელი არ შეუშლია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლის მეოთხე ცოლი გამხდარიყო.

„მან მითხრა: ჩვენი ძმები მოვლენ და თქვენისთანებს დახოცავენ. ისინი თავებს დანებით დაგაჭრიან და იცი? გული ოდნავადაც არ დამწყდება. – იხსენებს ფატიმეს დედა შვილის სასტიკ სიტყვებს და დასძენს – შევხედე და ჩემი შვილი ვეღარ დავინახე. ეს მხოლოდ ჩემი ქალიშვილის ლანდი იყო, არც სული, არც აზრი, არც გული აღარ შერჩენოდა. ეს ყველა დედისთვის ძნელია. რა თქმა უნდა, არც ერთი დედა არ აღიარებს, რომ მისი შვილი ურჩხულია. მაგრამ პატიოსანი ადამიანი თუ ხარ კი, იტყვი – ჩვენ მოვუვლინეთ ქვეყანას ეს ურჩხულები“

როგორ გითხარით, ფატიმეს ფოტო ISIS-ის პოსტერს ამშვენებს. გარდა ამისა, მისმა პოსტებმა ფეისბუქში, სადაც ის „თავისი ძმების“ საქციელს ხოტბას ასხამს (მათ შორის რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებისთვისაც), რუსებს შორის დიდი რისხვა გამოიწვია. რუსები მას „ISIS-ის მეძავს“ და სხვა უარეს სახელებსაც უწოდებენ და მესიჯებში წერენ, რომ მას ჯოჯოხეთის ცეცხლი არ ასცდება.

ფატიმე პატარა

 

იტვირთბა....