ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ტარიფზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღეთ” – დავით ნარმანია

სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო – ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, კომპანიები კომისიის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან, რადგან ტარიფის ზრდა კიდევ უფრო მეტად არ მოხდა.

„საინვესტიციო მიმართულებით ტარიფში სამომავლოდ აუცილებელი ისეთი პროექტები ავსახეთ, რომელიც ითვალისწინებს მოძველებული ინფრასტრუქტურის განახლებას, ასევე განვითარების ნაწილში დამატებითი სიმძლავრეების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პროექტებს. კომპანიები არიან უკმაყოფილო იმიტომ, რომ არ მოხდა მათ მიერ წარმოდგენილი ყველა ხარჯის და პროექტის გათვალისწინება. ყველა წარმოდგენილი ხარჯი და პროექტი რომ გაგვეთვალისწინებინა მინიმუმ 1.5-ჯერ მეტი იქნებოდა ტარიფი, რომლის დადგენაც მოგვიწევდა. ჩვენ ობიექტური აუცილებლობიდან გამოვედით და არ გავცდით ჩვენს მიერ დადგენილ წესებს. ჩემი აზრით, ამ ეტაპისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღეთ“,-აღნიშნა ნარმანიამ.

იტვირთბა....