ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვაქცინასთან დაკავშირებით მსოფლიოში უნდობლობის ხარისხი მაღალია” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოდგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინასთან დაკავშირებით უნდობლობის ხარისხი იქნება მაღალი.

მისი თქმით, არც საქართველო იქნება გამონაკლისი.

„ ვაქცინა მნიშვნელოვანია და ჩვენ ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ დროზე მივიღოთ იქნება „კოვაქს“ პლატფორმა თუ ალტერნატიული გზები. ყველანაირ ღონეს ვხმარობთ იმისთვის, რომ ვაქცინა, რაც შეიძლება ადრე მივიღოთ. რაც შეიძლება ადრე იქნება, მას შემდეგ, რაც ავტორიზაცია, ვაქცინების აღიარება მოხდება ევროპის და ამერიკის მარეგულირებლის მიერ. ვაქცინასთან დაკავშირებით უნდობლობის ხარისხი იქნება მაღალი. ჩვენი ქვეყანა გამონაკლისი არ იქნება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვეხმარება, რომ გამოკითხვა ჩატარდეს. წინასწარი მონაცემებით, საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იყო, დაახლოებით 50% ამბობს, რომ დაინტერესდებოდა ვაქცინაციით, მაგრამ ეს წინასწარი შედეგია, მეტი მოკვლევა სჭირდება. ის რომ პოლიტიკური ლიდერი, ცნობილი ექიმი აკეთებს ვაქცინას საჯაროდ, როგორც ევროპის და ამერიკის ბევრ ქვეყანაში, ესეც გარკვეულწილად ნდობის ფაქტორია. თუ ეს ოდნავ სარისკოა, არც ექიმი და არც სხვა არ მოისურვებდა ამას. ჩვენ გავითვალისწინებთ იმ პრაქტიკას, რაც სხვაგან არსებობს. თუ საჭირო იქნება, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით ნდობის ხარისხის მაღალი იყოს, დაწყებული ავტორიზაციის ფაქტების დოკუმენტირებიდან, ასევე გვერდითი შედეგების და ეფექტურობის მაჩვენებლის გაზიარებით, ეს ყველაფერი გაკეთდება“, -აცხადებს გაბუნია.

იტვირთბა....