“მძიმე შემთხვევას რომ გამოსავალი კეთილსაიმედო ჰქონდეს, არ გვაქვს ჩვენ დღეს ამისი ცოდნა, ტექნოლოგიურმა მედიცინამ არ იცის, როგორ მიიღოს ასეთი კეთილსაიმედო გამოსავალი ყველა შემთხვევაში, ამიტომ სიფრთხილე და გამოსავალი არის ის, რომ არ უნდა დადგეს ასეთი შემთხვევები და სწორედ ამისთვის გვჭირდება პრევენციული ღონისძიებები ყველა დონეზე. ამიტომ, ციფრებს, როდესაც შევხედავთ, პიკი კი თითქოს უკან დარჩა, მაგრამ ეს რამდენად რეალურად სტაბილურად შენარჩუნდება მას შემდეგ, რაც შეზღუდვები მოიხსნება, ცოტა ადრეა ამაზე საუბარი.”
თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
ამის შესახებ თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. აიკრძალა მუნიციპალური და საქალქთაშორისო ტრანსპორტი, დაიხურა ყველა დიდი სავაჭრო ქსელი. ასევე, ღამე, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე, ქვეითთა მოსიალულესთვის.